ქართული ღვინის დღე და ქვევრის გახსნის ცერემონიალი ვაშინგტონში
საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ვაშინგტონში ქვევრის გახსნის ცერემონიალით აღნიშნა. ქვევრი საელჩოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა. საელჩოს ინფორმაციით, აღიმართა საინფორმაციო დაფა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე ინფორმაციას მიაწვდის.
სტუმრებს საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა, რომელმაც ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე ისაუბრა. საქართველოს საელჩოსთან მისულ სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება მიეცა. სტუმრები აღაფრთოვანა ქართულმა ნაციონალურმა ცეკვებმა, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი მისცა.