17 ივნისს „არტოს ბაღში“ Midsummer Night Jazz Fest-ი გაიხსნება
17 ივნისს, თბილისში, „არტოს ბაღში“ Midsummer Night Jazz Fest-ი გაიხსნება.
სამდღიანი ჯაზფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას 80-მდე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART
ფესტივალის პროგრამა:
I დღე – 17.06.2022
მაია ბარათაშვილი და ჯაზ ტრიო; გიგი ცინცაძის ტრიო; კე მო ბენდი; ანიკ და ლაივ ბენდი; ჰულემენტი; დათო ევგენიძის სეპტეტი.
II დღე – 18.06.2022
ოთარ მაღრაძის ტრიო; დანიელ ადიკაშვილის კვარტეტი; ეკა დოლიძე და ვახო ჟორჟოლიანის ბენდი; პაპუნა შარიქაძის კვინტეტი; Project A; ზაზა მარჯანიშვილი და ZMG ბენდი.
III დღე – 19.06.2022
რეზო კიკნაძე და Rooftop Underground; დინი ვირსალაძის კვარტეტი; კახი ჯაგაშვილის კვინტეტი; ირიაო; ნუკრი აბაშიძის ჯაზ პროექტი; ნინო ქათამაძე და ბენდი.