ანა ოსეფაშვილი გაცვლითი პროგრამით სწავლას იაპონიაში, Toyo University-ში აგრძელებს

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა ოსეფაშვილი გაცვლითი პროგრამით სწავლას იაპონიაში, Toyo University-ში აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანა ერთი სემესტრით ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე. სასწავლო პროგრამა მოიცავს იაპონური ენისა და ისტორიის სასწავლო საგნებსაც.
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ტოიოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.