ევროპის თასის II ეტაპზე სენიორთა შორის კომბინირებულ პირამიდაში ქართველმა მობილიარდეებმა წარმატებით იასპარეზეს

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დასრულდა ევროპის თასის II ეტაპი სენიორთა შორის კომბინირებულ პირამიდაში, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი – ნუგზარ თებიძე და ლაშა გიგაური ასპარეზობდა. ინფორმაციას საქართველოს ბილიარდის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველმა მობილიარდეებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს და 1/4-ფინალურ ეტაპამდე დაუმარცხებლად მივიდნენ, სადაც ლაშა გიგაურმა შეხვედრა უკრაინელ სპორტსმენთან დათმო და მე-5 ადგილს დასჯერდა.
აჭარელმა სპორტსმენმა, ნუგზარ თებიძემ ფინალში გასვლა შეძლო, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით – 4:2 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბილიარდი