INTERNATIONAL TOURNAMENT IN RHYTHMIC GYMNASTICS AGF TROPHY 2026-ზე ქართულმა დელეგაციამ 5 მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე – INTERNATIONAL TOURNAMENT IN RHYTHMIC GYMNASTICS AGF TROPHY 2026  ქართულმა დელეგაციამ 5 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალგაზრდული ნაკრების წევრები: თეკლა შკუბულიანი, ელენე ბაქრაძე და ნიტა ჯამაგიძე. ასევე, ეროვნული ნაკრების წევრი – ნინო დათუნაშვილი.
16 ქვეყნის ტანმოვარჯიშეთა შორის, საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად გოგონებმა ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
ელენე ბაქრაძემ 8 საუკეთესო ტანმოვარჯიშეს შორის დამსახურებული მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოპოვა რგოლით ვარჯიშში.
ნიტა ჯამაგიძემ გურზების ფინალში ასპარეზობა მე-2 შედეგით დაასრულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნინო დათუნაშვილმა სენიორთა შორის მრავალჭიდში დაიკავა მე-3 ადგილი, ხოლო ცალკეული საგნების ფინალში – რგოლში ვერცხლი, გურზებში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თეკლა შკუბულიანმა წარმატებულად იასპარეზა იუნიორთა კატეგორიაში და მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა.
დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები: ეკატერინა აბრამია და ლალი დოლიძე, ხოლო ტურნირზე, როგორც მსაჯი, ციცია მკერვალი მონაწილეობდა.