მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამერიკის ტრადიციულ საერთაშორისო ღია პირველობაზე „Journeymen” 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამერიკის ტრადიციულ საერთაშორისო ღია პირველობაზე „Journeymen” 9 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები სულო სიკიაშვილი, ნურადინ მუსტაფაევი და მურთაზ ბაღდავაძე გახდნენ.
ვერცხლის მედალს ზაალი გავაშელიშვილი დაეუფლა.
ბრინჯაოს მედლები ილია კიკოლაშვილმა, მათე ცინაძემ, იოანე სხილაძემ, ელგუჯა ლომიძემ და გიორგი აბრამიშვილმა მოიპოვეს.