საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონობაც იზეიმა.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა და ტურნირის საუკეთესო გუნდის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
გოლების ავტორები:
ვატო დადვანი – 𝟐
ნიკა შუშიაშვილი – 𝟒
დუშან ვასიჩი – 𝟑
ხვიჩა ჯახაია – 𝟐
გიორგი მესხი – 𝟑
ბესარიონ ახვლედიანი – 𝟏
შტეფან პიეშივაცი – 𝟏
ანდრია ვლაჰოვიჩი – 𝟐
ტურნირის საუკეთესო მეკარე: ირაკლი რაზმაძე გახდა.
Danube Cup 2026-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.