ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, თეოლოგიის დოქტორი, კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულენოვანი და სომხურენოვანი მასალების კურატორი პოლ კრეგო ესტუმრა. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა. სტუმარი ასევე ეწვია ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს.
“პოლ კრეგოს ხელშეწყობით წლებია ვითარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას შორის ურთიერთობები. იგი პირადად ქმნის ქართული ლიტერატურის კოლექციას კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ამჯერად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მას საჩუქრად გადასცა ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული ლიტერატურა, მათ შორის ისტორიული ნარკვევები, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ნოდარ დუგლაძის პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886 და 1887 წლების ნომრების კრებულები”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.