წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
ეროვნული ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 17:9 მოიგო. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირის პირველ მატჩში კანადელები ანგარიშით 17:11 დაამარცხეს.
გოლების ავტორები:
საბა ტყეშელაშვილი 𝟐
ვატო დადვანი 𝟏
ნიკა შუშიაშვილი 𝟐
ანდრია ბითაძე 𝟏
დუშან ვასიჩი 𝟑
ხვიჩა ჯახაია 𝟐
ლუკა ჩიქოვანი 𝟐
ველიკო ტანკოსიჩ 𝟐
ბესარიონ ახვლედიანი 𝟐
საქართველოს ნაკრები ტურნირზე სლოვაკეთის ნაკრებსაც დაუპირისპირდება.