ნინო ბაციაშვილი Reykjavik Open-ზე ქალთა შორის საუკეთესოა

სლანდიის დედაქალაქმა, რეიკიავიკმა, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს Reykjavik Open უმასპინძლა, სადაც 51 ქვეყნის 442 მოჭადრაკე ასპარეზობდა.
საქართველოს ღირსებას 4 მოჭადრაკე იცავდა:
ნინო ბაციაშვილი, ნოე თუთისანი, ირაკლი ახვლედიანი და ქეთი წაწალაშვილი. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა:
9 პარტიიდან:
5 გამარჯვება
3 ყაიმი
1 მარცხი
საერთო სატურნირო ჩათვლაში ნინომ 6.5 ქულით X- XXVII ადგილები გაიყო ნოე თუთისანთან ერთად
ყველაზე კარგად ქართველი მონაწილეებიდან ირაკლი ახვლედიანმა იასპარეზა, მან 7 ქულით III–IX ადგილები გაინაწილა და საბოლოოდ დამატებითი მაჩვენებლებით IX ადგილი დაიკავა.
ქეთი წაწალაშვილი 5.5 ქულით 105-ე ადგილზე გავიდა
ურნირის გამარჯვებული გახდა ირანელი ამინ ტაბატაბაეი – 8 ქულით. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ჟინჩაო ჟუ (აშშ), ხოლო 7 ქულით და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე – ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) გავიდა.
აღსანიშნავია, რომ Reykjavik Open 1964 წლიდან ტარდება, ხოლო მისი პირველი გამარჯვებული ლეგენდარული ჩემპიონი, მიხაილ ტალი გახლდათ – 13-იდან 12,5 ქულით!