ბაჩა მესხი სწავლას საფრანგეთში განაგრძობს

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ბაჩა მესხი სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, ESCP Business School-ში მენეჯმენტის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. Ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რადგან უნივერსიტეტს რამდენიმე კამპუსი აქვს ევროპის მასშტაბით, ბაჩა პირველ სემესტრში სწავლას ბერლინის კამპუსიდან დაიწყებს და შემდგომ სწავლას სხვა ქალაქების კამპუსებში გააგრძელებს.
ბაჩას მიზანია კარიერა განივითაროს საინვესტიციო ბანკინგისა და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით.