27 მარტს ეტიუდების XV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი – “არლეკინი” 2026 – გაიმართა 

2026 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე ეტიუდების XV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი – “არლეკინი” 2026 – გაიმართა.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის, საბერძნეთისა და სომხეთის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებმა, საქართველოს მხრიდან კი – შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა სტუდენტებმა.  ინფორმაციას ეტიუდების ფესტივალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო საფესტივალო ეტიუდები შეაფასა პროფესიულმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:

  • ტიტო ლორეფიჩე – თოჯინების თეატრის რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, UNIMA-ს პროფესიული სასწავლო კომისიის პრეზიდენტი, UNIMA-ს Pro-Vocation Academy-ის დირექტორი, სან-მარტინის (არგენტინა) ეროვნული უნივერსიტეტის (UNSAM) პროფესორი, პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის (CAD) პროფესორი;
  • ანხელ ნავარო – ესპანეთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი;
  • ემი მორისონი – აშშ, ,,HB STUDIO” მსახიობის ოსტატობის პედაგოგი;
  • ნანა შონია – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.
  • სტუდენტური ჟიური: თინათინ ასათიანი, მარიამ სამხარაძე, თეიმურაზ დვალი.

ფესტივალის გამარჯვებულები არიან:

  • გრან-პრი – ოქროს არლეკინი – “Cassandra Prophesies the End of the World” /მონაწილეები: სტავროს ტრუპისი, ალიზ-ელი ანტუანი/ ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლა Ωδείον Αθηνών – Athens Conservatoire;
  • ვერცხლის არლეკინი – “თოჯინების რევოლუცია” /მონაწილეები: გივი ხურციძე, მონიკა მუშკუდიანი, ილია ხეცურიანი, ნატალია ჭიჭინაძე/ TAFU
  • ბრინჯაოს არლეკინი – “Love Move” (Step of Love) /მონაწილეები: მონაწილეები: ფელიქს ღაზარიანი, ერიკა გასპარიანი/ ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი Երևանի թատրոնի և կինոյի պետական ինստիտուտ;
  • საუკეთესო ამბავი – “Providence” /მონაწილე: ფლორა ნოვაკი/ ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი Színház- és Filmművészeti Egyetem;
  • საუკეთესო მსახიობი კაცი – გივი ხურციძე
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – მონიკა მუშკუდიანი
  • სტუდენტური ჟიურის რჩეული – “ჰალუცინაცია” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, მონიკა მუშკუდიანი, ლიზა გიორგობიანი/
ფესტივალის სპეციალური პრიზი:
  • “თოჯინები” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, ირიკო აბულაძე, ბაჩი ბეგიაშვილი/
  • „ქალი გველით“ /მონაწილე: ნანა ჯიქია/ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი – Batumi Art State University
  • „ზეწოლა“ /მონაწილეები: ელიზავეტა ბენდელიანი, ელენე გენებაშვილი, მატასი ჭუმბურიძე, ქეთევან ვაჭარაძე, თამარ ფორჩხიძე, ნინო აროშიძე, ალექსანდრე კასაბური, შოთა კაჭარავა/
  • „საღორე“ (მონაწილეები: ნინო აროშიძე, გიორგი ბაქრაძე, ელენე გენებაშვილი, ქეთევან ვაჭარაძე, ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია, შოთა კაჭარავა, თამარ ფორჩხიძე, ანი ძეგველიშვილი, ილია ხეცურიანი, გივი ხურციძე, მატასი ჭუმბურიძე, ზაქარია ჭილაშვილი, დავით ჯგერენაია, ლიზი შენგელია
ფესტივალი გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.
ფესტივალი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

არლეკინიეტიუდების XV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალიფესტივალი