თავის დროზე, ის თითქმის ერთადერთი იყო, ვინც ჟურნალისტურ მოღვაწეობას ამერიკაში ეწეოდა, ინგლისურ ენაზე, როგორც მშობლიურზე, ისე მეტყველებს. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მასთან ენის შესასწავლად მოხვედრა სასურველი და ამავე დროს, ზოგჯერ შეუძლებელი იყო. რადგან მსურველების რიცხვი დღემდე შთამბეჭდავია, ამიტომ ნუგზარ რუხაძის მიერ შედგენილი სრულიად უნიკალური პროგრამით ინგლისური ენის შესწავლა ნებისმიერი ასაკისთვის საკმაოდ მარტივად და უკვე ონლაინაცაა შესაძლებელი.
პროფესიით არქიტექტორმა, ამირან ბურჭულაძემ ინგლისური ენის შესწავლა 79 წლის ასაკში გადაწყვიტა. დღეს კი, როგორც ამბობს: „ინგლისურად არა მარტო მოვაბრუნებ გაქცეულს, საუბარსაც კი გავუბამო“.
– ინგლისური ენა რომ მესწავლა, ამის საჭიროება, დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში, მოგეხსენებათ, უცხოეთთან დაკავშირებული ყველაფერი ტაბუირებული იყო. ინგლისურად ლაპარაკის გამო, შეიძლება, დაეჭირეთ კიდეც. როცა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, ინგლისური, ლამის სავალდებულო მეორე ენად იქცა. ბევრჯერ გადავწყვიტე მესწავლა, მაგრამ უკვე ერთი კვირის მერე, ინგლისურის გაკვეთილები მბეზრდებოდა.
– ამის მიზეზი პედაგოგი იქნებოდა, რადგან მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული…
– გეთანხმებით, სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი ბატონ ნუგზარ რუხაძეზე. მის საოცარ პედაგოგიურ უნარზე ბევრი მსმენია და ამ ასაკში გადავწყვიტე, სწორედ მასთან მივსულიყავი და ენის შესწავლაზე ისევ მეფიქრა. არც შევმცდარვარ, ბატონ ნუგზარს აქვს გასაოცარი თვისება ნებისმიერი დაარწმუნოს იმაში, რომ ამ უცხო ენას ნულიდან შესწავლას შეძლებს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
– ანუ შედეგი უკვე სახეზეა?
– ბატონი ნუგზარის გაკვეთილებმა იმდენად თავდაჯერებული გამხადა, რომ შეიძლება თამამად ვთქვა, ინგლისურ ენაზე საუბრის 80 % მესმის, რისთვისაც მისი ძალიან მადლიერი ვარ. როგორც ამბობენ, დღეს ამ ენაზე არა მარტო მოვაბრუნებ გაქცეულს, გავესაუბრები კიდეც. შემიძლია გადაჭარბების გარეშე გითხრათ, რომ ეს ადამიანი ქვასაც კი აალაპარაკებს ინგლისურად.
გადავწყვიტეთ ამ თემაზე თავად ბატონ ნუგზარსაც გავსაუბრებოდით.
– ბატონო ნუგზარ! აქსიომაა, რომ დღეს ინგლისურის ცოდნის გარეშე ცხოვრება რთულია…
– თუმცა ამ შრომას სიამოვნებაც ახლავს…
– მინდა გითხრათ, რომ მშობლიურის გარდა, სხვა ენაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით, იმ ენაზე, რომელზედაც მსოფლიო მეტყველებს, წარმოუდგენელი სიამოვნებაა. თუ არ გინდა, ნუ ისწავლი, მაგრამ ეს „კაიფი“, სხვას კი არა, ისევ შენ დაგაკლდება. ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ, რადგან მე ცხოვრებამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩავსულიყავი ამერიკაში, ეკრანიდან ამერიკელებთან მათ ენაზე მესაუბრა და ეს მათთვის პოპულარული და მისაღები ყოფილიყო.
– ონლაინ გაკვეთილების შექმნის საჭიროება რამ მოიტანა?
– ეს დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რადგან ჩემთან ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი, ბოლო დროს, ძალიან დიდი იყო, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის და ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური იქნებოდა. ეს არის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი, ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა ინგლისურის სასწავლებლად.
– როგორ შეიძლება, რომ მსურველებმა ეს პროგრამა შეიძინონ?
– თქვენი აქტიური ცხოვრების შესახებ საქართველოში ყველამ იცის, რა არის ამის მიზეზი?
– ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია ფრაზა: „იცოდე დროის ფასი, არ შეგეშინდეს სიახლეების და ისიამოვნე ცხოვრებით!“ ვფიქრობ, ამ პრინციპის დაცვას მთელი ცხოვრების მანძილზე ვახერხებ. და ბოლოს, ჩემს სურვილსაც გაგანდობთ: ძალიან მინდა, რომ საქართველოს რაღაც სარგებლობა მოვუტანო – ამაზე ამაღლებული მიზანი მე არ გამაჩნია…
თეონა გოგნიაშვილი