ელენე ნავერიანის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

Georgian Film Institute- ის ინფორმაციით, რეჟისორ ელენე ნავერიანს, ციურიხში, ადამიანის უფლებათა კინოფესტივალზე „შემოქმედებითი მეამბოხის“ ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოებას წინ უძღოდა ბერნში გამართული ქართული კინოს სამდღიანი ფესტივალი, რომელიც საქართველოს სათვისტომოსა და Teacup Film Festival-ის თანამშრომლობით ჩატარდა. ჩვენება გაიხსნა ელენე ნავერიანის ფილმით „შაშვი შაშვი მაყვალი“.

ელენე ნავერიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2008-2011 სწავლობდა ჟენევაში სამაგისტრო პროგრამაზე  კრიტიკული კურატორული კიბერმედია (CCC) , რომლის დასრულების შემდეგაც გააგრძელა სწავლა ჟენევის კინოსკოლაში.  დააარსა კოლექტივი mishkin, რომელიც  ასევე მისი ფილმების თანამწარმოებელია. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში.

ელენე ნავერიანი