ქართველმა მოჭიდავეებმა ტალინის ღია პირველობაზე 14 მედალი მოიპოვეს

ტალინის ღია პირველობაზე ქართველმა მოჭიდავეებმა, მთავარი მწვრთნელის მამუკა ჩაჩუასა და მწვრთნელების, ბესო ქალდანისა და კახაბერ დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით 14 მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა ლუკა დოთიაშვილმა(44კგ); ზურაბ დოთიაშვილმა(48კგ); გიორგი ლობჟანიძემ (52კგ); გიორგი გრიგალაშვილმა (57კგ); იოანე გავაშელიშვილმა (62კგ) და ცოტნე სილაგაძემ (85კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს ლაშა ქორიძე(48კგ); ედუარდ მანველიშვილი(75კგ) და ანდრია დოიჯაშვილი(85კგ) დაეუფლნენ.
ტურნირის პრიზიორები ნიკოლოზ კობახიძე(38კგ); გიორგი კაველიძე(41კგ); რეზი იობიძე(38კგ); ნიკა გაგლოშვილი (38კგ) და გიორგი სოლომონიძე(68კგ) გახდნენ.