გიორგი დათუკიშვილი Global Excel Awards-ის ფინალისტია ნომინაციაში “Rising Star in the Excel Industry”. ის მსოფლიოს მასშტაბით 5 ფინალისტს შორის მოხვდა. ინფორმაციას თავად გიორგი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ფინალისტი ვარ Global Exყcel Awards-ის “Rising Star in the Excel Industry” ნომინაციაში . მსოფლიოს მასშტაბით სულ რაღაც 5 ფინალისტს შორის ერთ-ერთი.
რომ არა თქვენ, არ იარსებებდა არც ჩემი ამდენ წლიანი საქმიანობა და არც შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი ნომინაცია.
ხმის მიცემისას 4 კატეგორიაა, თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ თუნდაც მხოლოდ ერთ კატეგორიას”, – წერს გიორგი.
ვუგულშემატკივროთ მას, გადადით ბმულზე – https://shorturl.at/cWIGP და ხმა მიეცით გიორგი დათუკიშვილს.