საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ანტალიის სარეიტინგო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარატაეკვონდოში 2026 წლის სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა G2 სარეიტინგო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტურნირის გამარჯვებული ანა ჯაფარიძე (-52 კგ) გახდა, ანამ ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) მოუტანა. მან ნახევარფინალი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო.
ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47კგ) რუსი მეტოქე, რომელთანაც სალიცენზიო ტურნირი წაგებული ჰქონდა, ამჯერად დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.