Ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.
Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ღია კენჭისყრით ატარებს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.