ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 79,45 ქულა მიიღეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. თავისუფალი პროგრამით კი ისინი 26 მარტს გამოვლენ.
დღეს ასევე მაყურებლის წინაშე წარდგა ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მსაჯებისგან 69,92 ქულა დაიმსახურა და მოკლედ პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.