19 მარტი ეკატერინე ჭავჭავაძის დაბადების დღეა

1816 წლის 19 მარტს სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე დაიბადა.
პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული და ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა  ჯერ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის მეუღლე გახდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, არასრულწლოვანი ვაჟის რეგენტად დაინიშნა.
თავისი მმართველობა ეკატერინემ დასავლური ღირებულებების დანერგვასა და უბრალო მოსახლეობის განათლებაზე ზრუნვას მოახმარა, აგრეთვე თავად უხელმძღვანელა სამეგრელოს დაცვას ომარ-ფაშას თავდასხმისაგან.
წინანდლის მუზეუმი, სხვა არაერთ უნიკალურ ექსპონატთან ერთად, ეკატერინეს კუთვნილ ნივთებს დღემდე ინახავს. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.