“ამ დღეების განმავლობაში ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც. მომლოცველებს, მსურველებს, რომლებსაც უნდათ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობონ, შეეძლებათ, რომ მობრძანდნენ”, – ამის შესახებ მამა იოვანემ (მჭედლიშვილი) განაცხადა.
როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ემშვიდობება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს.
“მოგეხსენებათ, კვირას სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება, მისივე ანდერძის თანახმად. ამ დღეების განმავლობაში ტაძარი ღია იქნება დღისითაც და ღამითაც, მომლოცველებს, მსურველებს, ვისაც უნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობოს, შეეძლებათ, რომ მობრძანდნენ”, – განაცხადა მამა იოვანემ.