21 მარტს, 18:00 საათზე, ალიკანტეს ქართული დიასპორა დიასპორის ოფისში (Calle Jaén, 6, Alicante), ახალგაზრდა ქართველ მწერალს — ნათია ადამიას უმასპინძლებს და გაიმართება მისი წიგნის პრეზენტაცია.
“ნათია ადამია ოქროპირიძე ქალაქ მურსიაში დაიბადა. ორ კულტურას შორის აღზრდილის მსოფლმხედველობა მდიდარია ქართული და ესპანური ტრადიციებით, ნათია ცდილობს მოზარდობის შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევას, რაც კარგად არის ასახული მის პირველ წიგნში. ის გულწრფელ გზავნილს სთავაზობს როგორც ახალგაზრდებს, ისე მშობლებს, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და დაიწყოს უფრო მგრძნობიარე დიალოგი.
ნათია დარწმუნებულია, რომ მწერლობას შეუძლია ადამიანებს შორის კავშირების გამყარება და განკურნება, იგი აგრძელებს ახალ ლიტერატურულ პროექტებზე მუშაობას დღევანდელი და მომავალი თაობების შთაგონების იმედით. ნათია თვლის რომ მწერლობის ნიჭი, რომელიც მას პატარაობიდან სდევს, მისი პირადი საგანძურია“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.