ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი „Dutch open 2026“ -ის ჩემპიონია

ნიდერლანდებში პრესტიჟულ ტურნირზე „Dutch open 2026“ ოქროს მედალი მოიპოვა ქართველმა ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (- 74 კგ). მან ფინალში ფრანგი სულეიმან ალაფილიპე დაამარცხა.

ზურაბმა ფინალამდე ესპანელ, გერმანელ და ჩინელ სპორტსმენებს მოუგო, მათ შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ესპანელი დანიელ ბარერას სძლია.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ კინწურაშვილი