ნანა ძაგნიძემ საერთაშორისო ტურნირზე “IV International Women’s Chess Championship Uzbekistan” მეორე ადგილი დაიკავა

ნანა ძაგნიძემ უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში გამართულ ქალთა ძლიერ საერთაშორისო დახურულ ტურნირზე  –  “IV International Women’s Chess Championship Uzbekistan” წარმატებით იასპარეზა.

ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში 8 ქვეყნის 10 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ნანა ძაგნიძემ შეჯიბრება მარცხის გარეშე ჩაატარა, 3 პარტიაში გაიმარჯვა და 6 პარტია ყაიმით დაასრულა. საბოლოოდ ნანამ 6 ქულით  მეორე ადგილი დაიკავა და საკუთარ რეიტინგს 9 ქულა შემატა.

ტურნირის გამარჯვებული –  6.5 ქულით ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი) გახდა, ხოლო მესამე ადგილი 5.5 ქულით ჰარიკა დრონავალიმ (ინდოეთი) მოიპოვა.

ნანა ძაგნიძე