21 მარტს თბილისის საგუნდო მუსიკის რიგით მე-16 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება კონცერტით, რომელიც გაიმართება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურულ ცენტრში.
პროგრამაშია ჯუზეპე ვერდის “რეკვიემი”
- მონაწილეობენ:
- საქართველოს სახელმწიფო კაპელა
- ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა
- იმლინგის საფესტივალო გუნდი
- თბილისის სიმფონიური ორკესტრი
- საქართველოს სინფონიეტა
- დირიჟორი კორნელია ფონ კერსენბროკი
- სოლისტები: სოფიო გორდელაძე, ირინე ალექსიძე, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ჭელიძე.
ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია.
ფესტივალის ორგანიზატორია ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“.