მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრებიდან ასპარეზობა დაასრულა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.
პირველი დაშვება 1 წუთსა და 10 წამში, ხოლო მეორე დაშვება 1 წუთსა და 8 წამში განახორციელა და მე-19 ადგილი დაიკავა.
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება, თუმცა საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ასპარეზობა უკვე დაასრულა.