მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Daltas-ის მიერ გამოიცა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე თხუთმეტი ქართველი კლასიკოსის ამდენივე მოთხრობა.
თარგმანების ინიციატორი და ორგანიზატორი არის ლია ვიტეკი. ტექსტებზე კი იმუშავა ცხრა მთარგმნელმა.
კრებულის – „ზარები გრიგალში” – პრეზენტაცია მიმდინარე წელს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.