12 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო „სიმონასეული“ ნიგატას პრეფექტურის გუბერნატორს, ჰანაძუმი ჰიდეოს გადასცა.
პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისთვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ნიგატა რიგით 43-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.