ლოს-ანჯელესში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე პარატაეკვონდოში ქართველი პარაათლეტი ანა ჯაფარიძე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქართველმა პარატაეკვონდოისტმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალი კი მექსიკელ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან დათმო.