ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ოულუში ზამთრის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.  ქართველმა სპორტსმენმა ჰენრი კუპრაშვილმა ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

შეჯიბრებაში მსოფლიოს 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჰენრი კუპრაშვილი 80+ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.