ღმერთმა დალოცოს ადამიანები, უბრალოდ ხალხი, რომლებსაც გეოგრაფია კი არა ცხოვრება აინტერესებს

“შეიძლება ქართველებს პატარა ქვეყნის სინდრომის გამო გადაჭარბებული სიამაყე, ღირსების განცდა ან ემოციები გვაქვს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ჩაგვთვალოს ვინმეზე ნაკლებად ან მცირედ!” – ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე იტალიიდან, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“გუშინ იტალიიდან ამერიკაში გავემგზავრე. ჩასხდომის ბარათი (ჩექინი) აეროპორტში უნდა ამეღო, ამიტომ თადარიგისთვის ოპერატორთან დროულად მივედი. მივაწოდე ჩემი პასპორტი, შეიხედა კომპიუტერში და რამდენიმე წამში ზომიერად ირონიულად იღებს ჩემს პასპორტს და მეუბნება: “Con questo passaporto vai negli Stati Uniti?” – ამ პასპორტით მიდიხარ ამერიკაში?

წამიერად მთელ სხეულში ერთად 220 ვოლტმა დამიარა, – დიახ, – ვუპასუხე მკაცრი ტონით, – ვიზა მაქვს!

შემომხედა, მერე კომპიუტერს მიუბრუნდა, რაღაცებს თითი დააჭირა და  ჩასხდომის ორი ბარათი, ბარი – ამსტერდამი – ნიუ-იორკი მომცა…

ახლა საქართველოში 16:35 საათია, იტალიაში – 13:35, ხოლო ამერიკაში 8:35 და მე საქართველოს მოქალაქის პასპორტით ოკეანის სანაპიროსთან Bay parkway & Cropsey av -ზე ვიმყოფები!

შეიძლება ქართველებს პატარა ქვეყნის სინდრომის გამო გადაჭარბებული სიამაყე, ღირსების განცდა ან ემოციები გვაქვს, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ჩაგვთვალოს ვინმეზე ნაკლებად ან მცირედ!

🇬🇪 ღმერთმა დალოცოს საქართველო!

🇮🇹 ღმერთმა დალოცოს იტალია!

🇺🇲 ღმერთმა დალოცოს ამერიკა!

ღმერთმა დალოცოს ადამიანები, უბრალოდ ხალხი, რომლებსაც გეოგრაფია კი არა ცხოვრება აინტერესებს❤️”, – წერს ხათუნა შარაძე.