ავჭალის სტადიონზე „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 53:30, დასრულდა, რითაც ქართველებმა რაგბი ევროპის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
„ბორჯღალოსნებსა“ და „მუხებს“ შორის ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც უკვე მეოცედ საქართველოს ნაკრებმა დაისაკუთრა.
ფინალი 15 მარტს მადრიდში გაიმართება და საქართველო ტურნირის ჩემპიონობას ზედიზედ მეცხრედ, სულ კი მეთვრამეტედ შეეცდება.