-90 კგ წონითი კატეგორიის ქართული ფინალი ტატო გრიგალაშვილმა მოიგო – ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.
ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ლუკა ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა.