თბილისში სტარტი აიღო პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატმა.
ტურნირში 27 ქვეყნის 300-ამდე დელეგატი, მათ შორის 193 პარაათლეტი – 126 კაცი, 67 ქალი სპორტსმენი მონაწილეობს.
ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას 29 პარაძალოსანი დაიცავს. ტურნირი სასტუმრო „ჰუალინგში“ მიმდინარეობს და დასწრება თავისუფალია
ევროპის ღია ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.