ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) ტაშკენტის “გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია.
ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა რუმინელ მეტოქესთან, ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უზბეკ მოწინააღმდეგესთან. მეოთხედფინალში იპონით მოუგო კორეელ მეტოქესაც. ნახევარფინალში კი ვაზარით გაიმარჯვა იაპონელთან, მაგრამ ვაზარით დამარცხდა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტის გრანდ სლემზე 15-კაციანი გუნდით იმყოფებოდა, გუნდისთვის შედეგიანი მხოლოდ -90 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა.