დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველ პარაათლეტთა – თემურ დადიანის და ლუკა ლომაიას გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
აღსანიშნავია რომ პირველად, ქართული პარასპორტის ისტორიაში ქართველმა პარაათლეტმა თემურ დადიანმა ზამთრის პარალიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა. თემურ დადიანი მილანო-კორტინა 2026-ზე პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს, ლუკა ლომაია კი პარალიმპიურ თამაშებზე პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართა ფიცის დადების ცერემონია.
ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ღონისძიება 6 მარტს ვერონაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მედროშე ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი იქნება, რომლისთვისაც ეს მესამე პარალიმპიური თამაშებია. საქართველოს დელეგაციას კი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე უხელმძღვანელებს.