თბილისში საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში International Gymnastics Marathon 2026 გაიმართა

თბილისში, ტანვარჯიშის ოლიმპიურ არენაზე, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით,  ვალენტინა  კუზმიდის  უმაღლესი  სკოლის  მასპინძლობით, საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში International Gymnastics Marathon 2026 გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეწვიენ სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან: იტალია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ქუვეითი, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, ისრაელი, კვიპროსი, ყირგიზეთი, მონღოლეთი.

FIG ტურნირი, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (World Gymnastics) მიერ არის აღიარებული, რაც განსაკუთრებულად მაღალ სტატუსს ანიჭებს.

მრავალჭიდის გამარჯვებულები სენიორებში გახდნენ:

🥇მარგარიტა ფუჩჩი  ITA

🥈ოლივია მასლოვა POL

🥉მარია ავგუსტი   CYP

მრავალჭიდის გამარჯვებულები იუნიორებში გახდნენ:

🥇სიანა ალეკოვა BUL

🥈ალექსანდრა პეტროვა BUL

🥉ნათია ჯამაგიძე GEO