თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი XVII Warsaw x SIAC Pre-Moot-ის გამარჯვებული გახდა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი XVII Warsaw x SIAC Pre-Moot-ის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრება ეხებოდა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის საკითხებს და ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. გუნდი დამატებით  შეჯიბრების საუკეთესო მოპასუხედ დასახელდა.

უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მარიშა გვაზავა, ნატალი დოლაბერიძე, ანა ფრუიძე, ანა ღვინიანიძე და თედო ჯგუშია. გუნდის მწვრთნელები იყვნენ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ჯიქია, სალომე დიასამიძე, ლიკა თურმანაული, ნინო კარტოზია და ნიცა სირაძე.

შეჯიბრების ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: University of Helsinki, University of Cologne, Bucerius Law School, King’s College London, University of Geneva, Uniwersytet SWPS.