ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი – „Oyama Cup” გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ასპარეზობა 13 მედლით დაასრულეს; აქედან რვა ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ეროვნული ნაკრებიდან ოქროს მედალი დავით ძნელაძემ (-70 კგ), ბრინჯაოს მედლები კი დათა ფუტკარაძემ (-80 კგ), დიმიტრი მსხალაძემ (-80 კგ) და ავთანდილ პარწიკანაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს.
16 წლამდე გოგონებში ოქროს მედალი ანამარია მსხალაძემ (+60 კგ) მოიპოვა.
18 წლამდე გოგონებში ოქროს მედლები ანანო დათუკიშვილმა (-55 კგ) და ნინო შუბითიძემ (-65 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ნანა ნიკურაძე (-55 კგ) დაეუფლა.
18 წლამდე ბიჭებს შორის ოქროს მედლები ოსკარ ჰინშლეიმ (-70 კგ), ამირან ტატულიშვილმა (-80 კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლის პრიზიორი კი მალხაზ ქაჯაია (-80 კგ) გახდა.
21 წლამდე ბიჭებს შორის კი გიორგი ძნელაძემ (-70 კგ) მოიპოვა ოქროს მედალი.
ტურნირში 500-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.