იტალიის ქალაქ პიზაში ჩატარებულ პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდური ასპარეზობის ფინალურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.
ხმლით ფარიკაობაში ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გვანცა ზადიშვილი კი – ბრინჯაოს პრიზიორი.