მშვილდოსნობის U21+ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 18 მ. სროლაში, რომელშიც 31 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მშვილდოსნებიც ასპარეზობდნენ.

განსაკუთრებულ წარმატებას U21+ კატეგორიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა (გვანცა არჩვაძე, ციკო ფუტკარაძე, სალომე ხარშილაძე) მიაღწია. ჩვენმა გოგონებმა თანმიმდევრობით დაამარცხეს ბულგარეთის და იტალიის უძლიერესი ნაკრები და ფინალში გავიდნენ.

ქართველმა გოგონებმა თანაბარ ბრძოლაში, ანგარიში 5:4 დათმეს შეხვედრა მოლდავეთის ნაკრებთან და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ნაკრებს თან ახლდა ახალი მთავარი მწვრთნელი, კორეელი სპეციალისტი ჰიუნგსეუნგ ანი.