ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონი გიორგი ურუშაძე გახდა. გიორგი ურუშაძემ ფინალში თურქი ჯანდენიზ ბერაკი დაამარცხა და ოქროს დაეუფლა.

ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რუმინელი სპორტსმენი, ნახევარფინალში კი უნგრელი ხმლით მოფარიკავე დაამარცხა.

კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება

გიორგი ურუშაძეფარიკაობა