მარიამ რეხვიაშვილი ერთი სემესტრი University of Wisconsin – Green Bay (UWGB)-ში ისწავლის

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ რეხვიაშვილი ერთი სემესტრი ისწავლის University of Wisconsin – Green Bay (UWGB)-ში ბიზნესის პროგრამაზე, მარკეტინგის მიმართულებით.

მარიამმა მოიპოვა UGRAD-ის პროგრამის სრული დაფინანსება, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით.