ფოლკლორის ცენტრის დარბაზში წიგნის – „აჭარული საუნჯე“ (I-VI ტ.) წარდგენა გაიმართება

18 თებერვალს, 15:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში წიგნის – „აჭარული საუნჯე“ (I-VI ტ.) წარდგენა გაიმართება.

ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, „აჭარული საუნჯე”, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოცემაა.

„ინსტიტუტის დაარსებისთანავე, 1958 წლიდან დაიწყო აჭარის რაიონებში ფოლკლორულ – დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური ექსპედიციები.

მოპოვებული მასალა ინახება ინსტიტუტის არქივში. სწორედ, ეს მასალაა წარმოდგენილი გამოცემაში: ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შეკრებილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.

მრავალტომეული საინტერესოა არამარტო ქართველოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართათვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის.

ასევე, წარმოდგენილი იქნება ისტორიულ ტაო – კლარჯეთსა და აჭარაში სამეცნიერო საექსპედიციო საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა“, – წერია ინფორმაციაში.