საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა ევროპის ჩემიონატზე ასპარეზობა 21 მედლით დაასრულა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეული საბრძოლო ხელოვნების ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული და ეროვნულმა ნაკრების მებრძოლებმა ექვს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და ჯამში 21 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია.

უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონობა  სინან მამედოვმა (52 კგ) და ელენე გლურჯიძემ (47,6 კგ) იზეიმეს.

ასაკობრივ კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონები ღვთისო კვიციანი (52,2 კგ), გიორგი პირველი (65,8 კგ), გეგა კორძაია (48 კგ), ლუკა ბერიძე (40 კგ), ნოდარ ნოზაძე (57 კგ) და შამილ მაგამედოვი (31 კგ) გახდნენ.

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლები თორნიკე ბაქრაძემ (52,2 კგ), დიტო ანთიამ (88,4 კგ), საბა ბაკურაძემ (97 კგ), ლაშა რეხვიაშვილმა (52 კგ), დავით ნინიაშვილმა (57 კგ), ბესარიონ კატშანმა (62 კგ), ცოტნე ბიზიკაშვილმა (44 კგ) და ცოტნე მელაშვილმა (48 კგ)  მოიპოვეს.

უფროსებს შორის ვიცე-ჩემპიონი გივი ბერიძე (70,3 კგ) გახდა, აკაკი გოდერძიშვილმა (97 კგ), ანა აბრამიშვილმა (56,7 კგ), ილია ბოკუჩავამ (52,2 კგ) და მარიამ მედოიძემ (47,6 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.