მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში პირველი დაშვებისას ნინო წიკლაურმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ქართველმა სამთო მოთხილამურემ გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა, ორი დაშვების ჯამში კი 49-ე შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა.