სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა. ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა გიორგი ავალიანმა (-60 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი საბა ნოზაძე (-50 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი მუსლიმ ტოხოსაშვილმა (-50 კგ) და ნიკოლოზ მუშტარაულმა (-55 კგ) ხვდა წლად.