მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში წარმატებით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, მათ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ორი პროგრამის ჯამში 221.75 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედალს დაეუფლნენ. საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში წყვილმა 75,46 ქულა დაიმსახურა, რაც მეორე შედეგი იყო, თავისუფალ პროგრამაში კი მათ 146,29 ქულა დააგროვეს და ასევე მეორე პოზიცია დაიკავეს.
17 თებერვალს ყინულზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვას ვიხილავთ.