მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა; მან პირველი დაშვებისას მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:19:40 წუთი დააფიქსირა და ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.