ლიუბლიანაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ)ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონღოლ ძიუდოისტებს სძლია, თუმცა, ნახევარფინალი ფრანგ ემა ფეილეტ-ნგუიმგოსთან დათმო.